22:31 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 12:32:09, 4347 ნახვა

მსოფლიო
რუსული პროპაგანდის გამო, უკრაინის პარლამენტმა ორ ტელეკომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ორი ტელეკომპანიის მიმართ სანქციები დააწესა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედიია საშუალების ინფორმაციით, სანქციები ტელეკომპანია 112ua-ს და NewsOne-ს დაუწესდა. პარლამენტის შესაბამისი დადგენილება ძალაში დღეს შევიდა და საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული სანქციების დაკისრება ქვეყანაში ცენზურის შემოღებას და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ნიშნავს.მათ საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდეს, ეს სანციები შეაფასონ. 

ცნობისთვის, სანქციების შემოღების მიზეზი „ანტიუკრაინულ საქმიანობა, რუსული პროპაგანდის ტირაჟირება და ტერორიზმის იდეოლოგიის გავრცელებაა". 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics