|
2018-10-19 22:27:53, 1985 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მირზა სუბელიანმა კითხვების ნაწილს არ უპასუხა - მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება
სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანის გამოკითხვა კიდევ მოხდება. „დღეის მდგომარეობით მოწმის სახით იქნა გამოკითხული მირზა სუბელიანი. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა, ძირითადი კითხვები დაესვა მას. ნაწილ კითხვებზე დღეის მდგომარეობით მიღებული იქნა პასუხი, ნაწილ კითხვებზე მირზა სუბელიანმა პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და კვლავ გამოცხადდება ბრალდების მხარე, პროკურატურა და დაესმევა მას ის კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემისგან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა“, - განაცხადა პროკურორმა. ცნობისთვის, მირზა სუბელიანის გამოკითხვას მისი უფლებადამცველი, კახა ხვისტანი დაესწრო. რაც შეეხება მის კიდევ ორ ადვოკატს - ეკა ხუციშვილსა და ინგა ჩალაურს, მათ დაგვიანების გამო, გამოკითხვაზე შესვლა ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)