|
2018-10-19 13:24:57, 1925 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართ
18-19 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან. ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ტრენდების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ასევე, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკისა და ბაზის ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფორუმის ერთ-ერთი მხარდამჭერია თიბისი ბანკი. ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს თბილისამდე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვენამ, ფრანკფურტმა და ლონდონმა უმასპინძლა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. ევრობანკი ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. საქმიანობის დაწყების დღიდან ბანკმა ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე 220 პროექტზე მეტი დააფინანსა, რისთვისაც 3.2 მილიარდი ევრო გამოყო. EBRD ორიენტირებულია კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც - ინვესტირებაზე ენერგო სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკაში, ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ სექტორში საზღვრებსშორისი ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)