|
2018-10-18 13:06:26, 1096 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ - ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში არის სისტემური პრობლემები. როგორც გოცირიძემ განმარტა, ის ყველაფერი რაზეც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანი საუბრობს ჩანაწერებში, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანას გარკვეული დაჯგუფებები მართავენ. „ჩანაწერებში გამოჩნდა ერთი რამ, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად. ხელისუფლების გარეთ არსებული პირები, რომელთათვის ხალხს ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია, მართავს ამ ქვეყანას საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად და სწორედ, ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არის ციხეში, რომელმაც აღიარა დანაშაული. საკუთარი დანაშაული და ამავე დროს ამ დანაშაულის მონაწილე დიდი ჩინოვნიკობა და ფაქტობრივად მან ძალიან დაიმძიმა თავისი ბედი და თავისი მომავალი. თუ კი ის ელოდა, რომ მას ერთ წელიწადს მიუსჯიდნენ ამ ჩანაწერების მიხედვით, აქ არის საქმე ძალიან მძიმე დანაშაულთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-მა მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე სასჯელაღსრულების იმ დროინდელ მინისტრს, კახა კახიშვილს შეხვდა, მისგან პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)