|
2018-10-18 12:25:53, 1113 ნახვა
კომენტარი
გიორგი ქობულია: ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რეალურად კრიზისი არ არის
„ეს ჩვენი პოლიტიკური კრიზისები, რაც არის, არ არის რეალურად კრიზისი“, - ამის შესახებ ეკონიმიკისა და განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა. ქობულია გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხს უჭირს და სწორედ ამის გამო რეაგირებს მსგავს ინფორმაციებზე, სინამდვილეში კი რეალური კრიზისი არ არსებობს. „ჩვენს ხალხს უჭირს. ამიტომ, როცა ხალხს უჭირს, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებაა. ეს უკმაყოფილება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ასეთი ტიპის ვითომ კრიზისები, რომელიც რეალურად კრიზისი არ არის, რომ გავასწოროთ, ამის ერთადერთი გზა არის ეკონომიკის გაძლიერება და ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. აბა გადახედეთ, ასეთი რაღაცები ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰოლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია -არა, იმიტომ რომ ხალხს არ უჭირს და ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)