|
2018-10-18 12:15:51, 1334 ნახვა
კომენტარი
კახა კახიშვილი: ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის პირობებთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ ყოფილა
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი მის წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს. როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და მირზა სუბელიანს შორის პირობებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. „ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა. როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი, რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე. თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უისაფრთხობის ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყუირეობის პირობებში, იქაც აღნიშნავს რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო“, - განაცხადა კახიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-მა მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ დაკავებამდე სასჯელაღსრულების იმ დროინდელ მინისტრს, კახა კახიშვილს შეხვდა, მისგან პატიმრობის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვდა და ფარული მასალებით აშანტაჟებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)