|
2018-10-17 16:41:36, 1296 ნახვა
კომენტარი
ქაცარავა: ქალი კანდიდატის გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება
"ჩვენ ვართ ისტორიულად ევროპული ღირებულებების, თანასწორობის და პლურალიზმის ქვეყანა. ქალი კანდიდატის გამარჯვება ამ ფასეულობების უფრო გამყარებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მისამართით“, -ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა. სოფიო ქაცარავას მიერ შექმნილი ქალი ელჩებისა და პარლამენტარების არაფორმალური ფორმატის ფარგლებში, საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალ ელჩებთან წინასაარჩევნოდ სამუშაო შეხვედრა გამართა. დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილესთან, ბულგარეთის, ესტონეთის, თურქეთის, ლატვიის და უნგრეთის ელჩებთან შეხვედრაზე განიხილებოდა წინასარჩევნო კამპანია, საპრეზიდენტო პროგრამა და ხედვა, ყურადღება გამახვილდა მთავარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)