|
2015-06-10 13:27:38, 773 ნახვა
ეკონომიკა
ახალ საჰაერო ნავიგაციის სისტემას ესპანური კომპანია დაამონტაჟებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციასა” და ესპანურ კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის ავტომატიზირებული სისტემის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. ხელშეკრულებას “საქაერონავიგაციის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია “INDRA SISTEMAS S.A.”-ს წარმომადგენელმა ანტონიო დელგადომ მოაწერეს ხელი. შპს “საქაერონავიგაციის” მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში ესპანური კომპანიის გამარჯვებამ საქართველოს საშუალება მისცა, რომ არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემა ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სისტემებით ჩაანაცვლოს. ახალი სისტემის ღირებულება 15 მილიონი ლარია. ხელშეკრულების თანახმად, ესპანური კომპანია თავად დაამონტაჟებს სისტემას, განახორციელებს თანმდევ მომსახურებას და მონიტორინგს გაუწევს თანამშრომლების გადამზადების პროცესს. „საქართველო 2014 წელს გაწევრიანდა ევროკონტროლში, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სანავიგაციო სისტემები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას ესპანურ კომპანიასთან, რომელიც დაამონტაჟებს სრულიად ახალ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სანავიგაციო სისტემას. ეს იმას ნიშნავს, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება გაცილებით უფრო უსაფრთხო და სრულ შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც დაიხარჯება იმისთვის, რომ საქართველოს სატრანზიტო სივრცე გახდეს უფრო მიმზიდველი და უსაფრთხო. საქართველო ყოველდღიურად ახორციელებს ოთხასზე მეტ ავიაგადაფრენას და საერთაშორისო პროგნოზებით, ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება მინიმუმ 6 პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სისტემები უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ მოვემსახუროთ მგზავრთა უფრო დიდ ნაკადს, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სელშეკრულების ხელმოწერა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციაში” აცხადებენ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არსებული ინფრასტრუქტურის სრულ შეცვლასითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლას.ახალი სისტემების დამონტაჟება საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობასაც გაზრდის და კომპანიას შესაძლებლობაექნება, მაღალი დონის სანავიგაციო მომსახურება უფრო მეტ უცხოურ ავიაკომპანიას გაუწიოს. საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი სისტემა ავიამეთვალყურეების სამუშაო პროცესს ბევრად ეფექტურს და კომფორტულს გახდის. ცნობისთვის, საჰაერო მოძრაობის მართვისა და სანავიგაციო სისტემების ინდუსტრიაში “INDRA” ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და ამ მიმართულებით მის პროდუქციას მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა იყენებს. “INDRA”- ს საავიაციო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მაღალ ტექნოლოგიურ სანავიგაციო სისტემებს ქმნის. “INDRA”- ს ირჩევენ ევროპის ყველაზე წარმატებული საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერები, რომლებსაც კომპანია საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)