|
2018-10-17 10:35:38, 1484 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ჩანაწერებზე: ეს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას
საქართველოს პრემიერი-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფის" საქმესა და გავრცელებულ ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. პრემიერის თქმით, გადასახადებს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, ჩანაწერები კი, ბახტაძის შეფასებით, წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში დისონანსის შემოტანას ემსახურება. „რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ესეც ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისო რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ საზოგადოება კარგად გაერკვევა საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ აქვე სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ გადასახადსაც საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც ვაკვირდებით, სამწუხაროდ ეს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეული დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვე ისიც მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ექნება ამის ილუზია, საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში", - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)