|
2018-10-16 18:47:26, 1525 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: თუ პრეზიდენტი კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის უფლებამოსილების ვადა, მაშინ ვისაუბროთ კრიზისზე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სუბიექტური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის. „პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართავს და მასზე დასწრებას გეგმავს. როგორც პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსიტუტების ეფექტური ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)