|
2018-10-16 18:38:13, 1208 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: „რუსთავი 2“ აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას
"რუსთავი-2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების „საუკეთესო პრაქტიკას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის შეფასებით, კომპანია "ომეგა ჯგუფის" და აგრეთვე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის ჩანაწერები, ტელეკომპანიის მიერ დადგმული სპექტაკლია. "ცალკე მინდა გამოვყო ის, რომ პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი2-ს აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა. ჩვენ ვაწარმოებთ მედია მონიტორინგს, ანუ საუბარია კონკრეტულ მონაცემებზე, როგორც თვისობრივ მონაცემებზე, ასევე, რაოდენობრივ კვლევაზე და ბუნებრივია ამ მედია მონიტორინგის შედეგებს მივაწვდით ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ეს შედეგები, მედიამონიტორინგის შედეგები, თვისობრივი და რაოდენობრივი ადასტურებს იმას, რომ წარმოებს სწორედ ე.წ. brain washing-ის, ანუ ტვინის გამორეცხვის კამპანია. ეს ჩვენ გვახსოვს 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა ვხედავდით ასევე იმასაც, რომ ყოველთვის ეს brain washing-ი, ანუ ტვინის გამორეცხვა ასევე იყო წარუმატებლობისთვის განწირული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი იმიტომ, რომ ვერანაირი brain washing-ი, ბუნებრივია, სიმართლეს ვერ დაფარავს. აქამდე თუ იყო რუსთავი2 ნაციონალური მოძრაობის დანამატი, ანუ პარტიის დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე შეგახსენებთ ორ ძირითად საქმეს, რომელზეც იყო არსებითად აგებული ბოლო დროს ეს brain washing-ი, ანუ, ტვინის გამორეცხვა. ერთი იყო „ომეგას“ საქმე, ანუ პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ რუსთავი2-მა. დადასტურდა სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და ეს სპექტაკლიც ძალიან მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი სიმართლე და საბოლოოდ, გაირკვა ის, რომ ერთ კონკრეტულ ადამაინს სურდა ათეულობით მილიონის გადახდაზე უარის თქმა ბიუჯეტში. ეს არის ხალხის ფული, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გადახდილი და აქ მოკავშირედ გაიხადა ნაც. მოძრაობა და მისი პარტიული ტელევზიია. ეს არის რუსთავი2. გამომდინარე იქიდან, რომ სიმართლე ყველასთვის გახდა ცხადი ბუნებრივია ეს სპექტაკლი ჩავარდა და ეხლა დაიწყო მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს. მე, ზოგადად კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო თუ რა რეალობაში ვცხოვრობთ. დღეს არის რეალობა, სადაც აღიკვეთა ის დანაშაულები, რომელსაც ჩადიოდა ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში. ეს დანაშაული იყო წამება, გაუპატიურება, ზეწოლა, რეკეტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენ, ეს ძალადობრივი რეჟიმი და სისტემა ჩავაბრეთ წარსულს და გამოვირჩვით ზუსტად იმით, რომ დღეს ეს პრაქტიკა არის თავიდან ბოლომდე აღკვეთილი. ეს, დასტურდება საზოგადოების განწყობით, რომელზეც აქვს ყველას სრული ინფორმაცია. ეს არის ნრეალობა, რომელიც იყო 2012 წლამდე და ეს არის რეალობა, რომელიც არის დღეს და სწორეთ ამ რეალობის დამსახურებაა ის, რომ „brain washing”-ს- „ტვინის გამორეცხვას“ არ აქვს ის ეფექტი, რომელსაც ელიან მისი ავტორები. ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ გარემოებას, რომ თავს იკავებენ და გაურბიან რუსთავი 2-ის წარმომადგნლები ჩვენი წარმომადგენლების მიწვევას რუსთავი2-ის ეთერში, რადგან ყველამ ვიცით, რომ მათ ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა. გუშინ იყო ბოლო ასეთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წარმომადგენელის მონაწილეობა ეთერში, ტუმცა ამაზე უარი ითქვა რუსთავი 2-ის მხრიდან. მიზეზი არის მარტივი , სიმართლე არის ერთი და ბუნებრივია როდესაც ცალმხრივად ხდება გაშუქება მხოლოდ ამ სემთხვევაში შეიძლება დაამახინჯო ეს სიმართლე. ჩვენ, მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ , პარტიულ ტელევიზიას, რომ დაძლიონ სიმართლის შიში და მინიმალურ დონეზე მაინც დაიცვან მედიასტანდარტი იმისთვის რომ ფორმალურად მაინც იყოს ის წესები, რომელიც მოქმედებს კულტურულ, ევროპულ სივრცეში თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში", - განაცხადა კობახიძემ.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)