21:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 16:21:16, 1281 ნახვა

კომენტარი
ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანს - შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა

პროკურატურამ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანს ეუბნება, რომ მან პირობა არა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეთანხმებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, არამედ იმაზე მიიღო, რომ მას უასამართლოდ არავინ დასჯიდა.

მირზა სუბელიანი: არა რაა, სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია.  ბოლომდე უნდა  გამწირონ ბიჭო რა ! არ არის ეს სწორი.  გეუბნები რაა... მე რაც გავაკეთე მაგათთვის , ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ ძმაო და შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუნბები, რომ ასე არ არის?! მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე? 

ვიქტორ ჯაფარიძე:  ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა. შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლომ არავინ დაგჩაგრავდა. ... ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს? რომელი მოსამართლე? რომელი ჭკუადმყოფელი ადამიანი?

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics