|
2018-10-16 15:11:04, 1713 ნახვა
სამართალი
სუბელიანი: ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, პასუხს მიიღებენ - მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე
„უნდათ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ მიაღწევენ. ხელისუფლებამ „ნაცების“ თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს“, - ამის შესახებ სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეხვედრისას განაცხადა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი დეპუტატს ხორავას ქუჩის საქმეზე ესაუბრება და ამბობს, რომ ციხეში ერთ წლით ყოფნის პირობა მიიღო. „ერთ რამეს გეტყვი რა, მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ?! ბოლომდე მწირავენ... ვზივარ სამარტოო საკანში ლამისაა გა.....ე... სასამართლო რას გადაწყვეტს ?! მე როგორც ვიცი ჩემი საკითი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა... და რა მივიღე?! სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუბნები რომ ასე არ არის... მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე...“, - მიმართავს მირზა სუბელიანი ჯაფარიძეს. შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ ახალი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, აუდიომასალა 6 ივლისით არის დათარიღებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)