11:42 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 12:34:15, 388 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 120 შშმ პირს და ხანდაზმულს სავარძელ-ეტლი გადასცა

„შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სავარძელ-ეტლი 120 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასაცა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პრორგამა 2015 წლის იანვარში ამოქმედდა და წლის განმავლობაში სავარძელ-ეტლს 200 ბენეფიციარი მიიღებს. უკვე მეორე წელია პროგრამა სოციალური ვაუჩერის მეშვებით ხორციელდება, რაც ბენეფიციარს მისთვის სასურველი ეტლის არჩევის საშუალებას აძლევს. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 60 000 ლარით, ხოლო ერთი ერთეული სავარძელ-ეტლის შესაძენად გათვალისწინებულია 300 ლარი.

პროგრამის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს სავარძელ-ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო - საკონსულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას და საგარანტიო მოსახურებას ერთი წლის ვადით. 2014 წელს, სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სავარძელ-ეტლი 300 შშმ პირს და ხანდაზმულს გადასცა.

პროგრამებში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ: - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის საჭიროება; - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია; - სავარძელ-ეტლის ღირებულების წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა; -შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics