21:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-16 14:06:20, 1277 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი: როდესაც გადაავლებთ თვალს საპრეზიდენტო კანდიდატებს, ნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უდაო ლიდერია

„ქართული ოცნებისთვის", პირველ რიგში,  მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ისეთი განვითარების საფუძვლის შექმნა, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში წაგვიყვანს წინ,  გაგყვება თან, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამის გამო უჭერს მხარს მმართველი გუნდი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

„სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს პარტიულ ინტერესებზე და დავუჭირეთ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, როდესაც თქვენ გადაავლებთ თვალს იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც დღეს იყრიან კენჭს პრეზიდენტად, თქვენ ნახავთ, რომ ქალბატონი სალომე  უდაო ლიდერია. ქალბატონი სალომე არის ის ადამიანი, გამორჩეული იმ თვისებებით,  ღირებულებებითა და  ფასეულობებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას  შეესაბამება. ის არის პირველ რიგში იმ თაობის და იმ ფასეულობების მატარებელი, რომლებმაც ჯერ კიდევ ასი წლის წინ დააფუძნეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და  ეს იდეა, ეს ფასეულობები, ღირებულებები წაიღეს საფრანგეთში და გადაარჩინეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics