|
2018-10-16 11:42:46, 1656 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიმდინარე პროექტები საქართველოში და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ფინანსთა მინისტრმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტები, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალში კიდევ უფრო გაგრძელდება და ინტერესი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ გაიზრდება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)