|
2018-10-15 16:43:40, 2003 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად — არ არის
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი მზად არის პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდეს. როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი ინიციატოვით ის პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დღეს, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართავს. მისივე შეფასებით, თუ მირზა სუბელიანის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნახევარი მაინც რეალურია, სახელმწიფოებრივი პრობლემა არსებობს. "რასაც ვუსმენთ, აქ თეატრალიზების ხარისხი იმდენად დიდია, რომ საზოგადოება პრაქტიკულად ვეღარ არკვევს, სად არის სიმართლე და სად — არ არის. რასაც ვისმენთ, თუ თატრალიზების ამ ხარისხს ჩამოვაცილებთ და ამ ყველაფერში არის სიმართლის ნახევარი მაინც, ე.ი. ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი პრობლემები. ამიტომ, მე დღესვე მივმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, მომეცეს საშუალება პირადად შევხვდე ბატონ სუბელიანს. საჯაროდ ვერთვები ამ პროცესში და მინდა მისგან მივიღო ინფორმაცია ყველაფერი იმის შესახებ, რაც ჩვენ მოვისმინეთ. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვიქნები ობიექტური და არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ იმას, რომ თუ არის სიმართლე სადღაც, ეს სიმართლე დაიკარგოს. მთელი პრეროგატვა დღეს არის გადატანილი გამოძიებაზე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ისეთ გამოძიებასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც კონკრეტულ შედეგებს დადებს. ჩვენ ყოველთვის გვესმის, რომ აღძრულია საქმე, მიმდინარეობს გამოძიება და მერე არაფერი. მზად ვარ, თუ ბატონი სუბელიანი თანახმა იქნება მედიის თანდასწრებით შედგეს ეს შეხვედრა და მივიღო უშუალოდ მისგან ინფორმაცია, რომელსაც გავასაჯაროვებ. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ყოველგვარი თეატრალიზებული ელემენტების გარეშე უცოდეს სად არის ტყუილი და სიმართლე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)