|
2018-10-15 16:15:39, 1587 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: პროკურატურის ასეთი არაფრისმთქმელი განცხადებები მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე
„ეს გავრცელების ჯაჭვი კი არ გვაინტერესებს, ვინ ვის, რა და როდის გადასცა, არამედ ის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი? ამიტომ, ყურადღების გადატანა ამ გავრცელების ტექნიკურ მხარეზე, ეს არის, პროკურატურის მცდელობა ცოტა დრო მოიგოს“, - ასე გამოეხმაურა „შენების მოძრაობის" ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს. უსუფაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს მოცემული მდგომარეობა გაიაზროს და სერიოზული პოზიტიური ინიციატივები განახორციელოს. „პროკურატურა გვეუბნება, რომ უკვე ჩაწერილი მასალა, ვიღაცამ პენიტენციალური სისტემის თანამშრომელს შანტაჟის მუქარით გადასცა გასავრცელებლად. მაგრამ ამ ტიპის გამავრცელებელი და მისი დაშანტაჟება ვის რაში სჭირდებოდა, ეს გაუგებარია! და რაც მთავარია, ეს გავრცელების ჯაჭვი კი არ გვაინტერესებს, ვინ ვის, რა და როდის გადასცა, არამედ ის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი? ამიტომ, ყურადღების გადატანა ამ გავრცელების ტექნიკურ მხარეზე, ეს არის, ჩემი აზრით, პროკურატურის მცდელობა ცოტა დრო მოიგოს, რომ პოლიტიკურად დალაგდეს, მესიჯ-ბოქს რომ ეძახიან ის და მერე გაყვენ ამ კონკრეტულ მიმართულებას. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებისთვის ამაოა რჩევაც და რეკომენდაციაც, მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ვისაც შერჩა საღი აზრი, გაიაზრონ, რომ იმ მაშტაბურ კრიზისს, რომელშიც თავად შეიყვანეს საკუთარი თავი, ამ ტიპის ეპიზოდური ნაბიჯებით და კონტრ შავი პიარით ვერაფერს ვერ დააკლებენ. საჭიროა სერიოზული პოზიტიური ინიციატივები, თუკი ამისი ძალა და მორალური შესაძლებლობა შერჩა ხელისუფლებას.პროკურატურის ასეთი არაფეისმთქმელი განცხადებები კი, მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე.“ შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-მა, აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის საუბარია ასახული, გუშინ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)