|
2018-10-14 21:28:03, 984 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - „ ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში
„ ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი მართლაც გაეხვა სკანდალში. პირველ რიგში, უგულავამ ვეღარ უარყო ჩემი ნათქვამი, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო დღეს „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ წარსულშიც შეხებაშიც არ იყო „ქართულ ოცნებასთან“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას გვერდით ედგა პიროვნება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა. „მეორე, უგულავას გვერდით ედგა ასეთი პიროვნება, გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ კი აღარ არის. მესამე, არანაკლები სკანდალი, როდესაც ამ განცხადების გაკეთების დროს ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა ფარცხალაძეზე, რაც საათნახევრის შემდეგ გაიმეორა გიგი უგულავამ. ეს დამთხვევაა თუ ოქუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფის „ევროპული საქართველოს“ საერთო მესიჯები სად ლაგდება ერთად, ამაზე თავად გასცენ პასუხი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, მამუკა მდინარაძის თქმით, „დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“ „რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში. მე მივცემ რამდენიმე ერთეული ადამიანის სიას, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდა ან გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)