20:26 - 17 Aug, 2026
|
2018-10-12 15:28:15, 2118 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: თუ საჭირო გახდება ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება
„თუ საჭირო გახდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, გამოძიება მასაც დაკითხავს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმის დეტალებს არ იცნობს და დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს. „თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები იყოს დაკითხული, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება. ჩემი პირადი პოზიცია როგორ უნდა გითხრათ, როგორ უნდა გაგცეთ პასუხი, საერთოდ თემას არ ვიცნობ და საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას", - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)