16:43 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 09:39:18, 417 ნახვა

პოლიტიკა
ადეიშვილი: ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი

„ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი“, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, როდესაც მიდის პოლიტიკური პროცესები, იქ სამართლებრივი ინსტრუმენტები არ უნდა იყოს გამოყენებული.

„ეს გადაწყვეტილება იყო ლეგიტიმური, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკაში არის ადგილი მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიისათვის. ბუნებრივია, როდესაც ხდება სამართლბერივ მექანიზმების ჩარევა, ეს არის არასწორი და არანაირ ეფექტს ეს არ იძლევა. რაიმე პოლიტიკური უპირატესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიუღია. ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო სამართლებრივი გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მაშინ და რეაგირება გვქონდა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია მივიღეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯობია როდესაც მიდის პოლიტიკური პროცესები, იქ სამართლებრივი ინსტრუმენტები არ იქნეს საერთოდ გამოყენებული“, - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics