|
2018-10-11 13:34:36, 1787 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ მკურნალობის მისაღებად
არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს. „მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ, მე მზად ვარ, ამის შესახებ არამხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)