|
2015-06-09 18:51:13, 486 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გიგა აბულაძე ხელშეკრულებით დასაქმდება. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, გიგა აბულაძე სამინისტროს ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. დღეს, გიგა აბულაძე თავდაცვის სამინისტროში პირველად იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ახალგაზრდა სამინისტროში მიიღო და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მის ხედვას გაეცნო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გიგას გასულ კვირას, მარათონის ტიპის გარბენში „ერთად ვიმარჯვებთ“ ფარგლებში შეხვდა. 25 წლის გიგა აბულაძეს თანდაყოლილი სპინალური ამიოტროფია აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება უჭირს; თუმცა, ის აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხთან დაკავშირებით, გიგა არაერთი სტატიის ავტორია. დაინტერესებულია მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ბრენდინგის მიმართულებით. ამ თემაზე გიგა ონლაინ ლექციებს რეგულარულად ისმენს და შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა სემინარს ესწრება. მოგვიანებით, მარკეტინგის კუთხით უმაღლესი განათლების მიღებასაც გეგმავს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)