|
2018-10-10 15:56:52, 1462 ნახვა
კომენტარი
გოგი მეშველიანი: სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება
„სალომე ზურაბიშვილის მიერ გაცხადებული საარჩევნო კამპანია ზუსტადაც ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გოგი მეშველიანმა ბოლნისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. მან ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ შავ პიარ კამპანიას ახორციელებენ. „მან ჩვენს ოპონენტებს შესთავაზა ევროპული საარჩევნო კამპანია, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ან ვერ, ან ჩემი ვარაუდით უფრო, არ გაიგეს ეს შეთავაზება და მთელი თავისი საარჩევნო მარათონი ააგეს ე.წ შავ პიარ კამპანიაზე, ტალახის სროლაზე, სიბინძურეზე. მე, რა თქმა უნდა, დეტალებში არ შევალ, იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ბრძენია. მას თავად შეუძლია საკმაოდ კარგად გაარჩიოს სიმართლე სიყალბისგან და რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოება არასდროს არ დაუბრუნდება შავბნელ წარსულს. ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ, ხალხმა კარგად იცის, რომ ვერანაირი ნიღაბი, ვერანაირი დანაწევრება ვერ უშველის იმ ძალას, რომელიც იყო შემოქმედი და ავტორი ძალადობრივი ქმედებების. მე ამის მწამს და ამიტომ ვამბობ თქვენი თანდასწრებით“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)