|
2018-10-10 14:49:49, 1675 ნახვა
კომენტარი
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა: შს მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა
თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. როგორც ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრი შეპირდა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში გაერკვევა. „ბატონმა მინისტრმა გულდასმით მომისმინა და შემპირდა, რომ გაერკვევა სიტუაციაში. მე, რომ გითხრათ, ძალიან მჯერა. სხვათაშორის ძალიან გულისხმიერი კაცი ყოფილა და გულდასმით გამიღო გული, მომისმინა ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამა პროტესტსს იმ ფაქტისადმი გამოხატავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მამა პოლიციის თანამშრომელია და ნაცვლიშვილის მოთხოვნაა მსჯავრდებულის მამამ სასამართლო პროცესის დასრულებასა და მსჯავრის გამოტანამდე სამსახური დატოვოს. „დააკვირდით, მეტროში თანამშრომელს, გიყურებთ ჯიბეში რა გიდევთ. დანა თუ გიდევთ, დაგაჯარიმებთ დანაზე. მას კი არ აქვს მორალური უფლება, რომ ის ვიღაცა დააჯარიმოს დანაზე, იმიტომ, რომ მისმა შვილმა იხმარა 25 სანტიმეტრიანი დანა", - ამბობს ნაცვლიშვილი ბრალდებულის მამაზე. მამუკა ნაცვლიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა და თანხმობა იმავე დღეს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)