|
2015-06-09 18:21:12, 458 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს, რომლის მიღებაც ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლია. მემორანდუმის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზოგადოებრივ ცენტრებში შპს „მექანიზატორის“ სერვისებთნ ერთად, კონსულტაციის მიღებაც იქნება შესაძლებელი. კონსულტაცია მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, რომელიც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან და საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა მოვლის, ნიადაგის დამუშავების თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების შესახებ. ასევე მოეწყობა საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრები მოსახლეობასთან. კონსულტაციები კი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: შესაბამის პროგრამებსა და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების მიწოდება; ინფორმირება სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს ეგიდით მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ; შესაბამის პროგრამებზე და პროექტებზე პასუხისმგებელი პირების და ორგანიზაციების საკონტაქტო მონაცემების შესახებ; სამინისტროს, მისი სისტემის ორგანიზაციების და სერვისების მიმწოდებელი სამსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)