20:26 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 17:05:57, 1870 ნახვა

კომენტარი
„სოფლიდან რუსეთის ბაზაზე გადამიყვანეს“ - მაია ოთინაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი, რომელიც მარიონეტულმა რეჟიმმა ქართულ მხარეს დღეს გადასცა, 11-დღიან პატიმრობას იხსენებს.

როგორც ოთინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავდაპირველად  რუსულ ბაზაზე, შემდეგ კი, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

„თვალები მქონდა ახვეული. აქედან გადამიყვანეს, თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე. იქ ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე. მერე ცხინვალში წამიყვანეს. ძირითადად არაფერს არ მეკითხებოდნენ, კარგად არ მესმოდა რუსული, მომიტანდნენ ფურცელს, მოვუწერდი ხელს და მიჰქონდათ. მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მერე ვიყავი, გობედეს ეძახდნენ, იზოლატორში. 4 დღე ვიყავი იქ, მეხუთე დღეს სუდ-ი მქონდა, მერე ერთ თვიანი შემიფარდეს და მერე ციხეზე ვიყავი ამ დღემდე. 6 თვე არ უნდა ჩაიდინო იგივეო. ჩემ ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე?“, - განაცხადა მაია ოთიაშვილმა.

ცნობისთვის, მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics