|
2018-10-09 15:02:34, 1393 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: არ ვაპირებ ვალის %-ის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10%-ს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ
არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუდან" სესხის აღების საკითხზე საუბრისას განუცხადა. „დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ" დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ბანკ "ქართუსთან" გარიგება სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს დადო. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)