|
2018-10-08 20:32:47, 1907 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „პატრიოტებში“ წევრიანდება
დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „პატრიოტებში“ წევრიანდება. როგორც ჭიჭინაძემ განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება მან მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს. „ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. ფრაქცია "პატრიოტები" დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა. რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, ის „ქართული ოცნების“ სამდივნომ პარტიიდან ზაფხულში გარიცხა, თავად კი უმრავლესობის რიგები სექტემბერში დატოვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)