|
2015-06-09 16:11:34, 544 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების კურსი გაიარეს
სასჯელაღსრულების N16 დაბალი რისკის დაწესებულების 14 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. მათ ვისკონსინის შტატში ორკვირიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სასწავლო კურსის პარალელურად სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება მოინახულეს და პენიტენციური მიმართულებით ვისკონსინის შტატის გამოცდილებაც გაიზიარეს. ტრენინგის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკების შეფასების, მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საკითხებს. აღნიშნული სწავლების დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების N16 დაწესებულება გაიხსნება, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ევროპულ სტანდარტებთან და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდება. ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის 2014 წლის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სასჯელაღსრულების სისტემისთვის 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)