04:14 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-08 13:27:21, 1756 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა​

მიმდინარე წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ საექსპორტო მაჩვენებლები კიდევ უფრო გააუმჯობესა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა გადაცემა "საქმიანი დილაში" სტუმრობისას განმარტა, მიმდინარე წელს კომპანიის საექსპორტო მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ითაა გაზრდილი.

„მომავალი წლისთვის ექსპორტის კიდევ უფრო ზრდას ვგეგმავთ. დღეისათვის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს აზერბაიჯანის, რუსეთის, შუა აზიისა და არაბული ქვეყნების მიმართულებით“, აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ სს "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. მალე წარმოებაში ჩაეშვება სპორტული მიმართულების სასმელები. ცეზარ ჩოჩელი აანონსებს იმასაც, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ საქართველოში რამდენიმე უცხოური ბრენდის შემოყვანას უზრუნველყოფს.

„ვიწყებთ სპორტული მიმართულების სასმელების წარმოებას, ეს არის დაბალ კალორიული და ვიტამინებით გაჯერებული სასმელი, რომელიც ახალგაზრდებში და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტულ ცხოვრებას მისდევენ ძალიან სასარგებლოა“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

 

(R)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics