|
2018-10-07 20:27:49, 2094 ნახვა
პოლიტიკა
ეთნიკურ უმცირესობათა შეხვედრები პრეზიდენტობის კანდიდატებთან
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით დაიწყო შეხვედრების ციკლი პრეზიდენტობის კანდიდატებთან, რომლებშიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოებრივი აზრის ლიდერები. შეხვედრათა ციკლის ფორმატში 7 ოქტომბერს, სასტუმრო „მუზეუმში“ გაიმართა დისკუსიები პრეზიდენტობის კანდიდატებთან დავით ბაქარაძესთან და შალვა ნათელაშვილთან. შეხვედრები მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან მოწვეული აუდიტორიის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას პრეზიდენტობის კანდიდატების როგორც ზოგადი პოლიტიკური ხედვების, ასევე უმცირესობებთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საპროგრამო მიდგომების თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში წაახალისებს უმცირესობათა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. შეხვედრები შესაძლებლობლობას აძლევს ერთი მხრივ პრეზიდენტობის კანდიდატებს მოახდინონ საკუთარი საპროგრამო ხედვების პრეზენტირება, ხოლო მეორე მხრივ უმცირესობებს მიკუთვნებული აუდიტორიის წარმომადგენლებს შეიქმნან მკაფიო წარმოდგენა პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკური ინიციატივების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, შეხვედრებზე გაჟღერებული კონკრეტული სათემო წუხილების, პრობლემებისა და გამოწვევების თაობაზე წარმართული დისკუსია ხელს შეუწყობს მათ ასახვას პრეზიდენტობის კანდიდატების სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასა და პროგრამულ ინიციატივებში. შეხვედრები იმართება „ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)