|
2018-10-07 19:50:30, 4017 ნახვა
სხვადასხვა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი. ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში, კარიერაში პირველად, TOP30-ში შეაღწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)