01:53 - 05 Nov, 2026
|
2018-10-04 13:12:49, 3018 ნახვა
სხვადასხვა
პანკისის ხეობიდან სირიაში წასული აღაზა ბორჩაშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ
პანკისის ხეობიდან სირიაში წასული აღაზა ბორჩაშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ. დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)