18:14 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 11:44:35, 2403 ნახვა

სამართალი
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკომ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.

„არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე“, -  განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში დღეს უნდა გამოეკითხათ. საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა. ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.

 

ფოტო: 1tv.ge





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics