|
2018-10-04 10:28:31, 1617 ნახვა
კომენტარი
იურგენ ჰარდტი: მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) საპარლამენტო ფრაქციის საგარეო-პოლიტიკურ სპიკერს, იურგენ ჰარდტს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანელი დეპუტატი თბილისს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს და შეხვედრებს მართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. უწყების ცნობით, შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ დინამიკას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. მან განსაკუთრებით გამოყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენდა და ახალი დინამიზმი შესძინა ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობას. ამასთან, მინისტრმა გერმანელ დეპუტატს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და სამომავლო პრიორიტეტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. ამავე კონტექსტში დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოხატული ურყევი მხარდაჭერისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტნიორი ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მინისტრი აგრეთვე შეეხო სხვადასხვა სფეროში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობაზე, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას გერმანიის ფართო საზოგადოებაში. გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანული მხარის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი და განაცხადა, რომ საქართველო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და გამორჩეული პარტნიორია რეგიონში. იურგენ ჰარდტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, დეპუტატმა გამოხატა მკაფიო მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველო-გერმანიის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას ევროპულ სტრუქტურებთან. „ჩვენ ყველაზე კარგი ურთიერთობები რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოსთან გვაქვს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რა თქმა უნდა აქვს გამოწვევები, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ საქართველო ევროპისკენ სწრაფად მიიწევს. საქართველოს მთავრობა, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას. მჯერა, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება" - განაცხადა იურგენ ჰარდტმა. შეხვედრაზე აგრეთვე მოხდა აზრთა ურთიერთგაცვლა მხარეებისთვის აქტუალური გლობალური თემების თაობაზე.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)