|
2018-10-03 16:03:15, 1550 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი ნინოწმინდელ სომხებს: სააკაშვილმა ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ
“აქამდე მოქალაქეობის მინიჭება ხდებოდა მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ნინოწმინდაში, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოქალაქეობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ორმაგი მოქალაქეობის მიღება უკვე შესაძლებელია. “ვიცი, რომ მთელ ევროპაში არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა იყოს ოფიციალურად აღიარებული, ან ნებადართული. ამიტომ, ახლა, ამ წელს, კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა არ არის აკრძალული. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს და უკვე შესულია ძალაში. ამიტომ, შეგიძლიათ განცხადება შეიტანოთ არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივი წესით ორმაგი მოქალაქობის მიღებაზე. თუმცა აქ ერთი მაგრამი არის, კანონში ჩავწერეთ, იმისთვის რომ პირმა აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა საუბრობდეს ქართულად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აუდიოჩანაწერს ადგილობრივი რადიო NOR-ი ავრცელებს
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)