|
2018-10-03 15:23:37, 2786 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, ახალი საბაჟო კოდექსი ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება, დოკუმენტის პრეზენტაცია უკვე შედგა და მის განხილვაში მონაწილეობა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ღიად შეუძლიათ. „ჩვენ დაანონსებული გვაქვს და უკვე მოხდა პრეზენტაცია ახალი საბაჟო კოდექსის, რომელიც ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება. ჩვენ ეს ღია პლატფორმაზე გვაქვს გაკეთებული და მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოთ ყველა აქტიურად ჩართულები. როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კოდექსი აუცილებლად უნდა იყოს კერძო სექტორის და სახელმწიფოს ძალიან ეფექტური მუშაობის პროდუქტი. ჩვენ ისიც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად შეიცვლება არსებული საგადასახადო კოდექსი და მისი განხილვაც მოხდება ღია პლატფორმაზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურად ჩართულები. მახსოვს, ბიზნეს ასოციაციას ჰქონდა ძალიან კონკრეტული შენიშვნები ძველ რედაქციასთან და აქედან გამომდინარე თქვენი კონტრიბუცია ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)