|
2018-10-03 11:27:02, 1985 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: აშშ და USAID მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში
„აშშ-ის მთავრობა და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში შეხვედრის გამართვის მნიშვნელობაზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დონეზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) დაწყების შესაძლებლობა წარმოადგენს პრიორიტეტს ორმხრივი სავაჭრო-ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა დახმარების პროგრამებზე, რომელთაც USAID-ი ახორციელებს საქართველოში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნიკური განათლების სფეროში მასობრივი გადამზადების პროგრამებზე. „ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მოვამზადოთ არა ასობით და ათასობით, არამედი ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ამერიკის მთავრობა და USAID-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)