|
2018-10-03 11:09:19, 1288 ნახვა
კომენტარი
პრემიერი „ომეგაზე“: გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ - ამ საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება უპასუხისმგებლობაა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგადასახადო საკითხებთან მედიის თავისუფლების დაკავშირება "სრული უპასუხისმგებლობაა". პრემიერის განმარტებით, "ომეგა ჯგუფმა", რომლის საქმეც თამბაქოს წარმოებას ეხება, გადასახადები ისევე უნდა გადაიხადოს, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა. ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის თუ რატომ დაუგროვდა კომპანიას ამ ოდენობის ვალი. "მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს საშუალება, დაფაროს გარკვეული გრაფიკით ან ვადით ესა თუ ის საგადასახადო დავალიანება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს. ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან მისი ზრდა. მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ სრული ინფორმაცია იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე. მე კომენტარი გავაკეთე იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომელიც უკავშირდება იმ საკითხს, რომ ცდილობენ დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი, რომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ყველა ეკონომიკურმა აგენტმა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია და ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)