21:08 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 23:08:42, 1773 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ათით ნულს მოვუგებთ

„ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს  მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მოვიდეს არჩევნებზე და კიდევ ერთხელ გასცეს პასუხი „ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე.“
„ფეხბურთს რომ თამაშობენ ბრაზილიის და ანდორის ნაკრებები, არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიის ნაკრები უნდა გაჩერდეს,  მიუხედავად იმისა, რომ ათით ნულს მოუგებს, წინასწარ არის ცნობილი. თუ ფეხს არ გაანძრევ, ათით ნულს ვერ მოიგებ. ჩვენ, რეალურად, ამ არჩევნებშიც ათით ნულს  მოვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. 
მეორე ადგილზე, ვიცით, რომ გავა ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზებით და სატელიტებით, ფიქტიურით თუ ფაქტიურით, ჩავტოვოთ იმ შედეგში, მაქსიმუმ ისიც, რაც მიიღეს მათ 2016-2017 წლებში. ეს იყო,  შეგახსენებთ 27%-ი. 27%-ს „ნაციონალური მოძრაობა“  არ უნდა ასდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გამოვიდეს არჩევნებში და კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებას, რომელიც ხდებოდა 2012 წლამდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 30% კვლავ დაკარგა უკრაინიდან ერთკვირიანი თავდასხმების შემდეგ
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics