|
2018-10-02 19:36:41, 1705 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: მერაბიშვილს გაფართოებული აქვს მარჯვენა თვალის გუგა, კაკალი არის დაპატარავებული და უკან გადაწეულია, პრაქტიკულად, სახის დამბლაა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეალური დიაგნოზი არ არსებობს. ადვოკატები ითხოვენ, რომ მისი მდგომარეობის შესწავლაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთონ. „გვაქვს მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ, თუკი ისინი ვერ ახერხებენ, დასვან მერაბიშვილის დიაგნოზი, თუ რა სჭირს ამ ადამიანს, მოგვცენ ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ამ დიაგნოზის დასმა ჩვენი მოწვეული ექიმებით. იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ არის ჰორნერის სინდრომი, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი და ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი. მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩავრთოთ უცხოელი ექიმები იმ კლინიკაში, სადაც იქნება მოთავსებული და ჩვენ მაინც მივაღწიოთ დიაგნოზის დასმას, რომ შემდგომ მოვახდინოთ მისი სწორი მკურნალობა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს ან არ ახერხებს. ეს თვალითაც შესამჩნევია. მას გაფართოებული აქვს თვალის გუგა, თვალის კაკალი არის დაპატარავებული, არის უკან გადაწეული. პრაქტიკულად სახის დამბლაა გამოწვეული ამ დაავადების გამო“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. მისივე განცხადებით, 5 გამოკვლევის შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ სიმპტომალური მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)