18:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 19:15:22, 2163 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს,  განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას -მ.კ.-ს ზურგის არეში ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო.

"სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად  4 თვით თავისუფლების აღკვეთა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics