2018-10-02 19:13:44, 41962 ნახვა
სპეციალური ანონსი
1959 წლამდე დაბადებული მოქალაქეები თავიანთი ფაქტობრივი სახელის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ყველა საფასურისგან გათავისუფლდნენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბოლო რამდენიმე წელია, მაღალი ტემპით ახორციელებს აქტის ჩანაწერების დიგიტალიზაციას. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის დროს გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები მთელი თავიანთი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელ და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს ფლობენ ხელნაწერი სამოქალაქო აქტის ჩანაწერისაგან განსხვავებულ სახელზე. მაგალითისთვის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების სააქტო ჩანაწერი) აღნიშნულია სახელი − შერიფი, სკოლის ასაკიდან მოყოლებული კი, იგივე პირი ყველა საბუთს ფლობს სახელზე − შოთა. ამგვარი შეუსაბამობები, ძირითადად, ფიქსირდება 1950-იან წლებსა და უფრო ადრე რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში. შესაბამისად, ანალოგიური პრობლემის მქონე პირები მოწიფულ ასაკში ან ხანდაზმულნი არიან და მათი სურვილი იმ სახელის შენარჩუნებაა, რომლითაც სკოლასა და უნივერსიტეტში ისწავლეს, რომელზეც ფლობენ როგორც ქორწინების, ისე შვილების დაბადების მოწმობებს, დიპლომებსა თუ შრომის წიგნაკებს. მათ სამართლებრივად ორი არჩევანი აქვთ − ან ყველა საბუთი აიღონ მათ ნამდვილ სახელზე, რომელიც სამოქალაქო აქტის ჩანაწერშია და რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა შეიტყვეს, ან უწევთ სახელის შეცვლა და იმ სახელის ოფიციალურად მიღება, რომელიც მათ მთელი ცხოვრება ატარეს. ეს ბოლო არჩევანი, რომელიც მოქალაქისათვის ყველაზე სასურველია, საკმაოდ ხარჯიანია. ამიტომაც იუსტიციის მინისტრის მიერ ტერიტორიული სამსახურების მორიგი შემოვლისას მოქალაქეების პრობლემების გაცნობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეებმა იმ სახელის შენარჩუნება შეძლონ, რომელიც მათი პირადი ცხოვრების ნაწილია, რამდენიმე ათეული წელია. შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც 1959 წლამდე პერიოდში დაიბადნენ და სააქტო ჩანაწერისგან განსხვავებულ სახელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ, ერთჯერადად გათავისუფლდებიან როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისად სახელის შეცვლის საფასურისგან (55 ლარი), ისე აღნიშნული შესწორების დროს საჭირო პირადობის მოწმობის გაცემის საფასურისგან (34 ლარი), რაც, საერთო ჯამში, 90 ლარამდე შეღავათია მოქალაქეებისთვის. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება პირებზე, რომელთა მონაცემებში შეუსაბამობა გამოწვეულია მოქალაქის სურვილის საფუძველზე, სახელის შეცვლის გამო. იუსტიციის მინისტრის ბრძანება ძალაში 1-ლი ოქტომბრიდან შევიდა და მოქმედია 2025 წლის 1-ლ ოქტომბრამდე.
(NS)
ავტორი: , უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|