03:33 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 16:14:21, 2598 ნახვა

ეკონომიკა
ავიაკომპანია „Myway Airlines“ კიევის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს

5 ოქტომბრიდან, ქართული ავიაკომპანია "Myway Airlines" თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

პირდაპირი ფრენები თავდაპირველად კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო 24 ოქტომბრიდან ავიაკომპანია დაამატებს კიდევ ერთ სიხშირეს (ოთხშაბათი) და ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 2018 წლის 1 ოქტომბერს მიენიჭა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics