|
2015-06-09 09:27:29, 349 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: იმედია, ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ
„ეს არის იმედისა და მოლოდინის სამიტი და მჯერა, რომ ეს დიდი მოლოდინები ვარშავის სამიტის შედეგებში აისახება“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ყოველწლიურ სამხედრო ფორუმში მონაწილეობისას სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველო დღეს ნატოს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. „სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე მეამაყება, რომ საქართველო დღეს ნატო-ს ყველაზე თავსებადი, სანდო და ერთგული პარტნიორია. სირთულეებმა კიდევ უფრო გაგვაძლიერა, რათა უფრო წარმატებით განვახორციელეთ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი, განვავითაროთ შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დავუთმოთ წვრთნასა და განათლებას და უფრო მეტად თავსებადი გავხდეთ ნატო-სთან. იმედს ვიტოვებთ, რომ ვარშავის სამიტზე სასურველ შედეგს მივიღებთ და ალიანსის წევრებიც დანაპირებს შეასრულებენ. მჯერა, რომ საქართველოს დიდი მოლოდინები ვარშავის სამიტზე აისახება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)