|
2018-10-01 16:17:02, 1823 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ზაზა ოქუაშვილს ერთხელ მართლაც შევხვდი და დავეხმარეთ - ყველაფერს იწერდა, თუმცა ეს ჩანაწერი რატომღაც არ აქვს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა ჰქონდა და მას დახმარება გაუწია. როგორც ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ოქუაშვილი მასთან შეხვედრას იწერდა და მისთვის საინტერესოა, რატომა არ ქვეყნდება აღნიშნული ჩანაწერი. „მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ, ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე, პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. სხვა დანარჩენი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ სად არის ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)