|
2015-06-08 17:40:09, 449 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პარლამენტის ვიცე–სპიკერს შეხვდა
საქართველოში, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ჩინეთის დელეგაციის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი პირველად განხორციელდა, რაც მოწმობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების მზაობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩენგ ჩანგჭის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების სტარეტეგიულ საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაქტიურდა ორმხრივი პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით; გაიზარდა ჩინური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში და ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში. „ჩვენს მთავრობას აქვს დიდი ინტერესი, განავითაროს ურთიერთობები ჩინეთთან. საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ გააჩნია დიდი შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივად შევძლებთ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჩინეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა გლობალური სტრატეგიული პროექტის "აბრეშუმის გზის" მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გამოთქვა კმაყოფილება, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის გამო. ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“. ჩენგ ჩანგჭის განმარტებით, ჩინეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობს "ახალი აბრეშუმის გზის" მშენებლობის პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა კი კარგ პირობებს ქმნის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)