|
2018-09-27 16:50:13, 2679 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია - ევროპის საინვესტიციო ბანკი ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს ბიზნეს გეგმების მომზადებაში კონსულტაციას გაუწევს
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური და ტექნიკურ-საკონსულტაციო დახმარების გაწევა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკს შორის გამართულ შეხვედრაზე. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ისეთ მიმართულებებს აფინანსებს, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე საქართველოში ისეთი პროგრამის მეშვეობით, როგორიცაა InnovFin (ევროკავშირი დახმარება ნოვატორებისთვის). ამასთან, მინისტრის თქმით, ევროპის საინვესტიციო ბანკი მზადაა, გაუწიოს არა მარტო ფინანსური დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის მეშვეობით, არამედ დაეხმაროს საკონსულტაციო მიმართულებით, რათა ქართველმა ბიზნესმენებმა ხარისხიანი ბიზნესგეგმები მოამზადონ საკრედიტო დაწესებულებებში წარსადგენად. ცნობისთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში. მისი პორტფელი 80 მლრდ ევროა. ბანკის მიერ საქართველოში უკვე განხორციელებულია 500 მლნ ევროს ინვესტიცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)