|
2018-09-27 11:13:01, 2279 ნახვა
კომენტარი
გახარია „ომეგას“ სარჩელზე - დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და სიამოვნებით ჩავალ
„დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ დაახლოებით ექვსი წელია და დიდი სიამოვნებით ჩავალ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შეკითხვას „ომეგა ჯგუფის“ მიერ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან და მის დაკითხვაზე გამოძახებასთან დაკავშირებით. მინისტრი ფიქრობს, რომ ყველა კითხვას, რომელიც მაღალჩინოსნების მიმართ ჩნდება, შესაბამისმა ორგანოებმა პასუხები უმოკლეს დროში უნდა გასცენ. „როდესაც არსებობს ეჭვები, განსაკუთრებით ჩინოვნიკებთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ კანონის სრული დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად. იმისათვის, რომ გაურკვეველ კითხვებს გაეცეს შესაბამისი პასუხები“, - აცხადებს გახარია. შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)